1)პროექტის სახელი: ჩარჩოში მომწყვდეული სულიერი სამყარო
3)პროექტის სრული აღწერა: მე-20 საუკუნის 50-იანი წლების დასარულს ამერიკაში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდულ მასებში გაჩნდა პროტესტის გრძნობა იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობის მიმართ. უფროსი თაობის წარმომადგენლებს არ ესმოდათ მათი, ამიტომაც ისინი სრულ თვითიზოლაციაში მოექცნენ და შექმნეს საკუთარი სამყარო, სადაც მათი სულიერი მდგომარეობისათვის შესაფერის ახალ მუსიკალურ მიმდინარეობას მისცეს განვითარება.როკი ზუსტად გამოხატავდა იმ აგრესიას, რაც იმდროინდელ ახალგაზრდობაში იყო დაგროვილი.
მოსწავლეები დეტალურად შეისწავლიან ამ პროცესს, როკის წარმოშობას, განვითარებას და მის სუბჟანრებს.მიეცემათ საშუალება დახვეწონ თავიანთი მუსიკალური გემოვნება, გაეცნობიან როკის ნამდვილი გენიოსების შემოქმედებას. შეგროვილი მონაცემების საფუძველზე შეიქმნება ცნობარი, რომელიც მომავალში კონტრ-კულტურით დაინტერესებულ სხვა პირებსაც გამოადგებათ.საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.
4)მონაწილეთა ასაკი\კლასები: 15-18.
5)ვადები\ხანგრძლივობა: 2 თვე-აპრილი-მაისი.
6)პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, ცნობილი როკ-შემსრულებლების ბიოგრაფიების გაცნობით მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ჩანახატების გაკეთება, ფოტოალბომის შექმნა, ვიქტორინის, დისკუსიის გამართვა...
7)მოსალოდნელი შედეგები\პროდუცტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ბროშურა, ჩანახატები, ნაშრომები პრეზენტაციისთვის, მუსიკალური დისკების კოლექცია, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით სიმღერათა როკ-ათეულის შექმნა...
8)სარგებელი სხვისთვის: გაეცნობიან ახალგაზრდული მოძრაობების ცნობილი ლიდერების ბიოგრაფიებს, ეპოქას, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, მათ შემოქმედებას და წვლილს მსოფლიო კულტურისა და მუსიკის განვითარებაში, აგრეთვე შეძლებენ ერთმანეთისაგან გაარჩიონ ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც ამ მოძრაობებს გააჩნდა.
9)სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.
10)საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული-სხვადასხვა საშუალებებით (ძირითადად ბიბლიოთეკითა და ინტერნეტით) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება. მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა...
ისტორია-გაეცნობიან იმ ისტორიულ ეპოქას და პოლიტიკურ ვითარებას, რომელმაც განაპირობა ახალგაზრდული მოძრაობების წარმოშობა.
მუსიკა-უშუალოდ ვეხებით მუსიკალურ მიმდინარეობას, როკს და მის სუმჟანრებს. მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო მუსიკალურ მასალას, შეაგროვებენ მუსიკალურ ნაწარმოებებს და იზრუნებენ პრეზენტაციის მუსიკალურ გაფორმებაზე.
უცხო ენები-მოსწავლეები მოიპოვებენ საჭირო იმფორმაციას უცხო ენებზე (ძირითადად ინგლისურზე და რუსულზე), ახარისხებენ, თარგმნიან.
საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა და ურთიერთობა ამ მოძრაობის წარმომადგენლებთან ინტერნეტის საშუალებით.
11)მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12)პროექტის ფასილიტატორის სახელი:ლუიზა ბაგათელია, ციცინო თორია.
13)პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:toriatsitsino@gmail.com
14)პროექტის ფორუმი: საცდელი პროექტი „ჩარჩოში მომწყვდეული სულიერი სამყარო“
15)პროექტის ვებ-გვერდი\ბლოგი:http://roki10.blogspot.com/